
ჩადუნელების მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს
თქვენო უწმინდესობავ, მადლიერნი ვართ ღმრთისა იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენს გვარს და სრულიად საქართველოს!..

დავით ჩადუნელი (ლოტბარი)
ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ 1968 წ. #11. გვ. 79-80.
ავტორი სტატიისა: ლადო გეგეჭკორი. -
რამდენიმე წლის წინ ოთხმოცდაერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ლოტბარი, უანგარო მოღვაწე დავით ჩადუნელი. იგი დაიბადა 1884 წელს 5 ივლისს სოფელ გეთსამანიაში (ზემო იმერეთი)...