“…იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?..” – ძველი აღთქმა, ანგია წინასწარმეტყველი 1.4.

ყველა ჩადუნელის საყურადღებოდ!

 ჩადუნელთა გვარის წევრთა შორის არაერთი მსჯელობის შედეგად, საგვარეულო კავშირის მთავარ მიზნად დაისახა ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიის აღდგენა-კეთილმოწყობა-ამოქმედება და სამერმისოდ იქ მოქმედი მონასტრის დაფუძნება, რაც საგვარეულო კავშირის წესდებაშიც აისახა. ამავე მსჯელობების დროს შეთანხმდა, რომ ხსენებული დიადი მიზნის მიღწევამდე საგვარეულოს საერთო შემოწირულობა მხოლოდ ამ მიზნით დაიხარჯება.

 ნიშანდობლივია, რომ საგვარეულო შემოწირულობის შესახებ ცნობები ყოველკვირეულად გამოქვეყნდება ინტერნეტრესურსებზე: www.chaduneli.ge და facebook-ზე: “ჩადუნელი- საგვარეულო კავშირი”

____________________

  • განვლილი კვირის განმავლობაში (11.03.2024. –  18.03/2024.) საგვარეულოს ანგარიშებს დაემატა 52 ლარი.- იხ. ანგარიშგება PDF
  • თებერვლის განმავლობაში (01.02.2024. – 31.02.2024.) – 134 ლარი.იხ. ანგარიშგება PDF
  • 2023 წლის განმავლობაში (01.01.2023.-31.12.202.) – 4092 ლარი. – იხ. ანგარიშგება PDF
  • ამჟამად (25.03.2024) ტბეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენის საგვარეულო ანგარიშებზე ირიცხება: 4715 ლარი.

 ყველა ჩადუნელს ვთხოვთ, სიტყვით და მცირე შესაწირით დაეხმაროს საგვარეულო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედების საქმეს.

 ნებისმიერი ინფორმაცია, რაც სამშენებლო მასალის და საავტომობილო საწვასის საბაზრო ფასებზე იაფად შეძენას დაეხმარება, უმნიშვნელოვანესია.
 ინფორმაციის გაცვლის მიზნით დავუკავშირდეთ ერთმანეთს:
საგვარეულო ერთობის facebook-ზე: “ჩადუნელი- საგვარეულო კავშირი” და

ტელეფონებით:

  • 595-184104 დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი,
  • 599-245276 თამაზ ჩადუნელი,
  • 591-018894 ნუკრი (ვიქტორ) ჩადუნელი
  • 598-705591 გიორგი ჩადუნელი,
  • 599-622921 ნუგზარ ჩადუნელი,
  • 574-106576 დავით ჩადუნელი.

“ძალა ერთობაშია!”