"მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი." – სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II
გრძელდება წმ. დიდმოწამე გიორგის საგვარეულო ხატის გადაბრძანება ჩადუნელთა ოჯახებში. პატრიარქის კურთხევის შესაბამისად, საგვარეულო ხატი გადაბრძანდება ყველა ჩვენი მოგვარის ოჯახში.
"ტბეთობა" ჩადუნელების გვარისთვის და სხვა არაერთი გვარისთვის ფუძეტაძრის დღესასწაულია.
"... ამ ეკლესიის სახელობაზე ერთი დღეობაც იციან, რომელსაც ჰქვია ტბეთობა. იმ ეკლესიაზედ ამ დღეს დიდძალი ხალხი იკრიბება შესაწირათ, ღამის სათევათ..." - ქრისტეფორე ციცქიშვილი 1893 წ.
ძვირფასო ჩადუნელებო, მოგვარენო გვარის ერთიანი ძალისხმევით გაღებული შემოწირულობით დაწყებულია მშენებლობა სოფელ გეთსამანიასთან მდებარე ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედებისათვის. კერძოდ, პირველ ეტაპზე, ეპარქიის წრმომადგენლებთან შეთანხმებით და მათი ლოცვა-კურთევით, ეკლესიასთან ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობა გადაკეთდა საბერო სენაკებად და სატრაპეზოდ. მიმდინარეობს ხსენებული შენობის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლებშიც სოფელ გეთსამანიისა და მიმდებარე სოფლების გვარიშვილები ერთობლივად მონაწილეობენ. ამ სასიქადულო საქმისათვის საჭირო სამშენებლო...
ჩადუნელთა გვარის დალოცვიდან IX იუბილეს აღსანიშნად 12 აგვისტოს 14:30 საათზე ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიაში ჩადუნელთა საგვარეულოს წინამძღოლი - დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი წმ. გიორგის სავედრებელ პარაკლისს აღავლენს. 11:45 საათზე ს. გეთსამანიის მკვიდრნი და სტუმრად ჩასულნი სოფლის ცენტიდან (სკოლასთან) მამა გაბრიელთან ერთად გავემართებით ტბეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ. პარაკლისის შემდეგ დავათვალიერებთ ეკლესიის აღდგენა-ამოქმედების მიზნით საერთო ძალისხმევით...
სამების საკათედრო ტაძარში, ორშაბათს 27 ივლისს 19:00 საათზე ჩადუნელები ტრადიციადქცეულ ყოველთვიურ საჯანმრთელო პარაკლისზე შევიკრიბებით. გთხოვთ ყველა ჩადუნელს, ვინც ბრძანდებით დედაქალაქში, დავესწროთ პარაკლისს და შეძლებისდაგვარად გავავრცელოთ ეს მიმართვა გვარში.
ძვირფასო გვარიშვილნო, გილოცავთ "ვარდობის" დღესასწაულს!
გაცნობებთ: 15 ივნისს 12:00 საათზე ს. გეთსამანიის ღვთისმშობლის სახელობის (იგივე "ვარდობის") ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინება. გთხოვთ, გავავრცელოთ ეს ცნობა.
ჩადუნელთა გვარის დალოცვა შედგა 2012 წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას. დალოცვიდან 1 წლის თავზე, 2013 წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას, სოფ. იგოეთში ჩატარდა წმ. დიდმოწამე გიორგის საიუბილეო პარაკლისი და გაიმართა საზეიმო ვახშამი. 1121 წლის 12 აგვისტოს საქართველომ გადაიხადა დიდგორის ომი, რომელსაც “ძლევაი საკვირველი” ეწოდა. ისტორიკოსთა გადმოცემით, ამ ომში წმ.გიორგი ხილულად იბრძოდა ქართველთა დასახმარებლად და მუსრავდა მტერს. დღესაც...
"...წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი... ...აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს..."
იქმნება ჩადუნელთა საგვარეულო კავშირის ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის გუნდი. ხალხური სიმღერის, საეკლესიო გალობის მცოდნე, აგრეთვე შესწავლის მსურველ ჩადუნელებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და დაგვიკავშირდეთ.
ელ-ფოსტა: chadunelebi@gmail.com
მობ: 574-106576 (დათო)
სოფ. გეთსამანიაში, ტბეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღსადგენად "ლიბერთი ბანკში" გახსნილია "ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი"-ს ანგარიში: GE47LB0115165633069000 (თანხის ჩარიცხვა შეიძლება აღნიშნული ბანკის ნებისმიერ ფილიალში).