ჩადუნელების მიმართვა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს – ილია მეორეს

 

 

 

 

 გვაკურთხენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო!..

 ჩვენი გვარის მაკურთხეველსა და სულიერ მამას, მწყემსსა კეთილს, მოგმართავთ მოწიწებით:

 თქვენო უწმინდესობავ, მადლიერნი ვართ ღმრთისა იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენს გვარს და სრულიად საქართველოს! 

  მადლიერნი ვართ პირადად თქვენი, რადგან თქვენი პატრიარქობის დროს აღსრულებულ უამრავ სულიერ-მამულიშვილურ საქმესთან ერთად, ჩვენი გვარის და ასეულობით სხვა გვარის ერთიანობის მტკიცე საფუძვლი დაიდო თქვენი ლოცვა-კურთხევით.  

 ყოვლადწმიდა სამება ღმერთს, დედა ღმრთისმშობელს და სრულიად წმინდანთა დასს შევავედრებთ თქვენს ჯანმრთელობას, სულიერ და სხეულებრივ სიძლიერეს! 

 ძვირფასო ჩადუნელებო ქვემოთ მოცემულია მიმართვის ელვერსიის ინტერნეტბმული. გავხსნათ და მოვაწეროთ ხელი.
 გაკეთდება მიმართვის ბეჭდური ვერსიაც, რომელსაც ასევე მოვაწერთ ხელს და დეკანოზ გაბრიელ ჩადუნელის თანხლებით ხელმომწერი ჩადუნელების სახელით გადავცემთ კათოლიკოს-პატრიარქს. 
იხ. მიმართვის ელვერსიის ინტერნეტბმული , შევავსოთ შესაბამისი გრაფები და გაკეთდება ელექტრონული ხელმოწერა მიმართვაზე.
 გთხოვთ, გავავრცელოთ!.