სამუშაოების დაწყების წინ ჩვენი მოგვარეების შეკრება ტბეთზე
ძვირფასო ჩადუნელებო, მოგვარენო
გვარის ერთიანი ძალისხმევით გაღებული შემოწირულობით დაწყებულია მშენებლობა სოფელ გეთსამანიასთან მდებარე ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედებისათვის. კერძოდ, პირველ ეტაპზე, ეპარქიის წრმომადგენლებთან შეთანხმებით და მათი ლოცვა-კურთევით, ეკლესიასთან ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობა გადაკეთდა საბერო სენაკებად და სატრაპეზოდ. მიმდინარეობს ხსენებული შენობის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლებშიც სოფელ გეთსამანიისა და მიმდებარე სოფლების გვარიშვილები ერთობლივად მონაწილეობენ. ამ სასიქადულო საქმისათვის საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა-გადაზიდვა ძირითადად “ჩადუნელთა საგვარეულო კავშრის” შემოწირულობებიდან გაღებული სახსრებით ხორცილედება.
“ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი” მართებულად მიიჩნევს, ყველა მოგვარისთვის საჯაროდ იყოს ცნობილი მშენებლობის ნაბიჯები და გაწეული ხარჯები.
მიმდინარე სამუშაოების ამსახველი მონაცემები:
2023 წლის 07 სექტემბრის მონაცემებით, ტბეთის წმ.გიორგის ფუძესალოცავთან დაწყებული მშენებლობისათვის “ჩადუნელთა საგვარეულო კავშირის” ანგარიშიდან ჯამში გამოყოფილია 33 548 ლარი.
თანხის ხარჯვის ანგარიშგება:
312 მ (52 ცალი x 6 მეტრი) 12 მმ არმატურა – 310 ლარი
2 მანქანა ხრეში – 200 ლარი და 1 მანქანა სილა – 100 ლარი, ბეტონისათვის – გადახდილია 300 ლარი.
15 ტომარა (50 კგ) ჰაიდელბერგის 500 მარკიანი ცემენტი – 165 ლარი.
ნაყიდია 22 ლარის ლურსმანი, 16 ლარის 2 ვედრო, 2 ლარის არმატურის საქსოვი-შესაკრავი (“ვიაზანი” მავთული). გადახდილია 30 ლარი საწვავისათის ეპარქიის სასულიერო პირის სალოცავთან მისაბრძანებლად.
შემდგომ, ცემენტს დაემატა 6 ტომარა – 66 ლარი; “კატანკა” მავთული – 15 ლარ; ბენზინი – 60 ლარი;
01.10.2016 | ჩასხმული საძირკველის ღრმულის მიწით ამოსავსებად და საპირფარეშოს ორმოების ამოსაღებად 250 ლარი;
10.10.2016 | მშენებლობის ბლოკის ხარჯისთვის 1000 ლარი;
07.12.2016 | სამშენებლო ბლოკისა და ცემენტის შესაძენად 350 ლარი;
01.07.2017 | სამშენებლო ბლოკისა და ცემენტის შესაძენად 650 ლარი;
20.10.2017 | საგვარეულოს წარმომადგენლობითი ჯგუფის მიერ მშენებლობის საკითხების ადგილზე გასაცნობად და შესათანხმებლად ტბეთის წმ.გიორგის ფუძესალოცავთან ეპარქიის მთავარხუცესის და მისი თანმხლები პირების მგზავრობისა და მცირედი გამასპინძლებისათვის – 200 ლარი (80 ლარი საწვავისათის – თბილისიდან წარმომადგენლობითი ჯგუფის მგზავრობისათის, 70 ლარი საწვავისათვის – მთავარხუცესისა და თანმხლბი პირების ხარაგაულიდან მგზავრობისათვის, 50 ლარი საკვებისა და ღვინისათვის).
31.10.2017 | ტბეთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიასთან საბერო სენაკებისა და სატრაპეზოს შენობის თუნუქის სახურავის მოსაწყობად საჭირო 5,5 მ/კუბ. სამშენებლო ხის მასალის შეძენა-გადაზიდვისათვის, აგრეთვე შეწირულობით გაღებული თუნქის ფურცლებისა და სამაგრების გადაზიდვისათვის – 3450 ლარი.
08.07.2019. | ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიის სატრაპეზოსა და საბერო სენაკების შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გასაგრძელებლად – 3000 ლარი (გარე ფასადის ამოშენების დასრულება, გარე ფასადის სრული შელესვა, მთავარი შესასვლელი კარის შეძენა და ჩაშენება, მასალების გადაზიდვა, სამშენებლო სამუშაოებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. შესაძენია: ქვიშა – 6 მ/კუბი, ბლოკი – 20სმ*40სმ – 250 ც. რკინის კარი, სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილი სხვადსხვა აუცილებელი იარაღი/მასალა.) .
23.10.2019 | ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიის გარესაპირფარეშოს და საზაფხულო საშხაპის კომბინირებული შენობის ასაშენებლად, ასევე სატრაპეზოსა და სენაკების შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გასაგრძელებლად (შიდა ფასადის სრული შელესვა, გარე ფასადის დეკორატიული „ბრიზგით“ დაფარვა, შენობის შიდა კარების (2 ერთეული) შეძენა და ჩაშენება, I სართულზე მოჭიმული იატაკის („სტიაშკა“) დასხმა, მასალების გადაზიდვა, სამუშაოების წარმოებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. | გასალესია 193 კვ/მ; “სტიაშკა” – 62 კვ/მ; შესაძენია ცემენტი – 1 ტ; “კროშკა” – 5 მ/კუბ; ქვიშა – 3 მ/კუბ; შიდა კარი – 2 ც; “სააპალოვკე” მასალა – საჭიროების მიხედვით; “არმატურა” – საჭიროების მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილი სხვადსხვა აუცილებელი იარაღი/მასალა. ) – 4500 ლარი.
01.11.2021. | ტბეთის წმ.გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიის ღია ტიპის გარე სამზარეულოს მოწყობა, მაგიდებისა და სავარძლების შეძენა საბერო სენაკებისა და სატრაპეზოს შენობისათვის, გარე საპირფარეშოს დასრულება. – 3000 ლარი.
01.11.2021 | ა(ა)იპ “ჩადუნელთა საგვარეულო კავშირის” სარეგისტრაციო ხარჯებისათვის – 175 ლარი
07.09.2023 | ტბეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენა-ამოქმედებისათვის (ხარაჩო, გენერატორი, დამაგრძელებელი, ძველი აგური იატაკისთვის 200 ც; გადაზიდვა, ხელოსნის ხარჯი, სხვადასხვა ხელსაწყო და სამშენებლო მასალა) – 5000 ლარი.
17.10.2023 | ტბეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენა-ამოქმედებისათვის (სამშენებლო მასალა, გადაზიდვა, ხელოსნის ხარჯი, სხვადასხვა ხელსაწყო) – 3900 ლარი.
05.10.2024 | ტბეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სახურავის შესაკეთებლად და ტაძრის გარშემო არსებული დაზიანებული ხეების მოჭრა-დამუშავებისათვის (სამშენებლო მასალა, გადაზიდვა, ხელოსნის ხარჯი, სხვადასხვა ხელსაწყო) – 7061 ლარი.