-
ფსალმუნთა ჯგუფი
ნოემბრის განწესი
-
“ვარდობა” სოფელ გეთსამანიაში
რამდენსამე სოფელში იციან დღეობა „ვარდობა“… ეს დღეობა არ ასცილდება ივანობის მარხვის (იგულისხმება პეტრე-პავლობის მარხვა) პირველ ორშაბათს. დიდძალი ხალხი აწყდება ამ დღეს სოფლებს გეთსამანიას, ხუნევს, და ვერტყვილის ჭალას ზემო ქართლიდან და ზემო იმერეთიდან.
-
საშობაო ეპისტოლე 2024
“…ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს….”
-
კეთილმოწყობის სამუშაოები – ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესია
ძვირფასო ჩადუნელებო, მოგვარენო გვარის ერთიანი ძალისხმევით გაღებული შემოწირულობით დაწყებულია მშენებლობა სოფელ გეთსამანიასთან მდებარე ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედებისათვის.
-
საგვარეულო ხატის გადაბრძანება ჩადუნელთა ოჯახებში
გრძელდება წმ. დიდმოწამე გიორგის საგვარეულო ხატის გადაბრძანება ჩადუნელთა ოჯახებში. პატრიარქის კურთხევის შესაბამისად, საგვარეულო ხატი გადაბრძანდება ყველა ჩვენი მოგვარის ოჯახში.
-
სააღდგომო ეპისტოლე – 2023
“…ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი….”
-
ჩადუნელების მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს
თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 90 წლის იუბილეს! მადლიერნი ვართ ღმრთისა იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენს გვარს და სრულიად საქართველოს!
-
ჩადუნელების შეკრება იგოეთში – “ფუნგისობა”
“ფუნგისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, 2022 წლის 9 ივნისს, ფუნგისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მამა რომანოზ გიგილაშვილი აღავლინა წმ. გიორგის სავედრებელ პარაკლისი.
-
ჩადუნელების შეკრება
ჩადუნელები შეიკრიბნენ ტრადიციადქცეულ ყოველთვიურ წმ. გიორგის საჯანმრთელო პარაკლისზე. პარაკლისი აღავლინა ჩადუნელთა საგვარეულოს წინამძღვარმა – დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა.
-
დავით ჩადუნელი (ლოტბარი)
ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ 1968 წ. #11. გვ. 79-80. ავტორი სტატიისა: ლადო გეგეჭკორი. – რამდენიმე წლის წინ ოთხმოცდაერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ლოტბარი, უანგარო მოღვაწე დავით ჩადუნელი. იგი დაიბადა 1884 წელს 5 ივლისს სოფელ გეთსამანიაში (ზემო იმერეთი)…
-
მიმართვა ჩადუნელებს
იქმნება ჩადუნელთა საგვარეულო კავშირის ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის გუნდი. ხალხური სიმღერის, საეკლესიო გალობის მცოდნე, აგრეთვე შესწავლის მსურველ ჩადუნელებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და დაგვიკავშირდეთ. მობ: 574-106576 (დათო)
-
ტბეთის წმ. გიორგის ეკლესიის აღსადგენად შექმნილია ჩადუნელთა საგვარეულო ფონდი
სოფ. გეთსამანიაში, ტბეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღსადგენად როგორც “ლიბერთი ბანკში” ასევე “საქართველოს ბანკში” გახსნილია “ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი”-ს ანგარიშები.
-
ჩატარდა წმ. დიდმოწამე გიორგის პარაკლისი
29 ივლისს (2013) მამა გაბრიელმა (ჩადუნელი) ჩაატარა წმ. დიდმოწამე გიორგის მიმართ აღვლენილი პარაკლისი. ლოცვას ესწრებოდნენ ჩადუნელთა საგვარეულოს წარმომადგენლები.