ჩადუნელების მიმართვა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს – ილია მეორეს
გვაკურთხენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო!..
ჩვენი გვარის მაკურთხეველსა და სულიერ მამას, მწყემსსა კეთილს, მოგმართავთ მოწიწებით:
თქვენო უწმინდესობავ, მადლიერნი ვართ ღმრთისა იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენს გვარს და სრულიად საქართველოს!
მადლიერნი ვართ პირადად თქვენი, რადგან თქვენი პატრიარქობის დროს აღსრულებულ უამრავ სულიერ-მამულიშვილურ საქმესთან ერთად, ჩვენი გვარის და ასეულობით სხვა გვარის ერთიანობის მტკიცე საფუძვლი დაიდო თქვენი ლოცვა-კურთხევით.
ყოვლადწმიდა სამება ღმერთს, დედა ღმრთისმშობელს და სრულიად წმინდანთა დასს შევავედრებთ თქვენს ჯანმრთელობას, სულიერ და სხეულებრივ სიძლიერეს!
პატივისცემით,
ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი
16.01.2019.
იხ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=vypv3h0Xeo4