ჩადუნელების შეკრება იგოეთში – “ფუნგისობა”

ძვირფასო ჩადუნელებო, “ფუნგისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, 2022 წლის 9 ივნისს, ფუნგისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მამა რომანოზ გიგილაშვილი აღავლინა წმ. გიორგის სავედრებელ პარაკლისი.

ჩადუნელთა გვარის დალოცვა შედგა 2012 წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას. დალოცვიდან 1 წლის თავზე, 2013 წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას, სოფ. იგოეთში ჩატარდა წმ. დიდმოწამე გიორგის საიუბილეო პარაკლისი და გაიმართა საზეიმო ვახშამი.

1121 წლის 12 აგვისტოს საქართველომ გადაიხადა დიდგორის ომი, რომელსაც “ძლევაი საკვირველი” ეწოდა. ისტორიკოსთა გადმოცემით, ამ ომში წმ. გიორგი ხილულად იბრძოდა ქართველთა დასახმარებლად და მუსრავდა მტერს.

დღესაც გვიდგას “დიდგორი”, ჩადუნელებო! სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად გაერთიანებულებს, რჯულისა და მამულის დასაცავად თვით სიცოცხლის დასათმობად მზად მყოფებს, დღესაც გაგვამხნევებს წმ. დიდმოწამე გიორგი, რომლის მადლიც შეეწიოს ყველა ჩადუნელს და სრულიად საქართველოს, ამინ!