ძვირფასო ჩადუნელებო, “ფუნგისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, 09 ივნისს, 13:30 საათზე ფუნგისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მამა რომანოზ გიგილაშვილი აღავლენს წმ. გიორგის სავედრებელ პარაკლისს. გთხოვთ, გავავრცელოთ ეს მიმართვა.

ჩადუნელთა გვარის დალოცვა შედგა 2012 წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას. დალოცვიდან 1 წლის თავზე, 2013 წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას, სოფ. იგოეთში ჩატარდა წმ. დიდმოწამე გიორგის საიუბილეო პარაკლისი და გაიმართა საზეიმო ვახშამი.

1121 წლის 12 აგვისტოს საქართველომ გადაიხადა დიდგორის ომი, რომელსაც “ძლევაი საკვირველი” ეწოდა. ისტორიკოსთა გადმოცემით, ამ ომში წმ. გიორგი ხილულად იბრძოდა ქართველთა დასახმარებლად და მუსრავდა მტერს.

დღესაც გვიდგას “დიდგორი”, ჩადუნელებო! სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად გაერთიანებულებს, რჯულისა და მამულის დასაცავად თვით სიცოცხლის დასათმობად მზად მყოფებს, დღესაც გაგვამხნევებს წმ. დიდმოწამე გიორგი, რომლის მადლიც შეეწიოს ყველა ჩადუნელს და სრულიად საქართველოს, ამინ!