ძვირფასო ჩადუნელებო, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ჩადუნელთა გვარის დალოცვიდან IX იუბილეს აღსანიშნად 12 აგვისტოს 14:30 საათზე ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვარეულო ეკლესიაში ჩადუნელთა საგვარეულოს წინამძღოლი – დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი წმ. გიორგის სავედრებელ პარაკლისს აღავლენს. 11:45 საათზე ს. გეთსამანიის მკვიდრნი და სტუმრად ჩასულნი სოფლის ცენტრიდან (სკოლასთან)  მამა გაბრიელთან ერთად  გავემართებით ტბეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ. პარაკლისის შემდეგ დავათვალიერებთ ეკლესიის აღდგენა-ამოქმედების მიზნით საერთო ძალისხმევით წარმოებულ სამუშაოებს და შედგება მცირე პურობა, გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და ვიდეოს.

საყურადღებოა, რომ დეკანოზ გაბრიელ ჩადუნელის ლოცვა-კურთხევით 11 აგვისტოს 09:00 საათზე ქ. ხაშურიდან (პოლიციის შენობა, ფანტანი) ჩადუნელთა საგვარეულოს წარმომადგენლები წმ. გიორგის საგვარეულო ხატის ასლის თანხლებით მომლოცველობითი მსვლელობით ფეხით გაემართებიან ტბეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მოსალოცად. 12 აგვისტოს 11:45 საათზე ს. გეთსამანიაში შეუერთდებიან საერთო მსველობას. ყველა ჩადუნელს, ვისაც აქვს სურვილი და ფიზიკურად შეუძლია დაახლ. 20 კმ მანძილის გავლა, აქვს საშუალება, შეუერთდეს ფეხით მომლოცველობით მსვლელობას. ინფორმაციისთვის დავუკავშირდეთ ერთმანეთს: მობ: 599 62 29 21 – ნუგზარი, 574 10 65 76 – დავითი.