ყველა ჩადუნელის საყურადღებოდ!

  “ტბეთობა” აღინიშნება “ძველი კალენდრით”, იგივე იულიუსის კალენდრით ოქტომბრის ბოლო ორშაბათ დღეს. ქრისტეფორე ციცქიშვილის  (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი  ქრისტეფორე III  19271932წწ ) ცნობით , ძველი ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღნიშვნა იწყება კვირას საღამოს ტაძარში წირვის აღვლენით და გრძელდება ორშაბათ დღეს ტბეთის წმ.გიორგის ეკლესიის გარშემო გამართული სალხინო პურობით.

 ამონარიდები ქრისტეფორე  მურმანის ძე ციცქიშვილის ცნობებიდან:

ამონარიდი I

“… დღეობა „ტბეთობა“ მოდის ღვინობისთვის უკანასკნელ ორშაბათს. დღეობის ეკკლესია მდებარეობს სოფლებზე მოშორებით მთაში, წმ.გიორგის სახელისა. ხალხის თქმულება მისს აშენებას მიაწერს თამარ მეფეს, რომელსაც ქვის ასაზიდად მთაში ეკკლესიის ასაშენებლად ჯარი გაუმწკრივებია მახლობელ მდინარე ბჟინეურადან ეკკლესიის ადგილამდის (2-3 ვერსია) ქვა ერთმანეთისათვის მიუძლევიათ…” – დღეობანი და ხატობანი ხეფინიხევში“. ხელნაწერი 1920-21.

ამონარიდი II

“… ამ ეკლესიის სახელობაზე ერთი დღეობაც იციან, რომელსაც ჰქვია ტბეთობა. იმ ეკლესიაზედ ამ დღეს დიდძალი ხალხი იკრიბება შესაწირათ, ღამის სათევათ. ზოგი ჩოქვით უვლის გარს ამ ეკლესიას, ზოგი ფეხ-შიშველი, ზოგი სანთელს წირავს, ზოგი ფულს, ცხვარს, ქათამს, ღვიძლს და სხ. ნაწირვებს ეს ამოდენა ხალხი დაჯდება ეკლესიის გარეშემო ტყეში; შეიქნება ღვინის სმა და მხიარულება… დაიწყებენ „ქართულს“ (ქართული სიმღერა ჰქვია სუფრულს, რომელიც იციან ქართლში) და რომელიც ამ მთაში რაღაც უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს კაცზედ….”  – “ტბეთის ეკლესია (შორაპნის მაზრაში)” 1893 წელი.

იხილეთ ეს ბმულიც: http://chaduneli.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/

  “ტბეთობა” ჩადუნელების გვარისთვის და სხვა არაერთი გვარისთვის ფუძეტაძრის დღესასწაულია.

  2018 წელს “ძველი კალენდრით” ოქტომბრის ბოლო ორშაბათი ემთხვევა “ახალი კალენდრით” 12 ნოემბერს.

  ამ დღეს 12:45 საათზე ტბეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში წმ. გიორგის პარაკლისს აღავლენს უბისისა და მარგვეთის ეპარქიის მღვდელმსახური – მამა პეტრე კურტანიძე.

წმ. დიდმოწამე გიორგი შეგვეწიოს ჩადუნელებს და სრულიად საქართველოს, ამინ!