12 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ჩადუნელთა გვარის კურთხევის 10 წლის იუბილეა.
საიუბილეო თარიღის აღნიშვნისათვის 12 აგვისტოს 11:00 საათზე საგვარეულო ფუძესოფელ გეთსამანიაში შევიკრიბებით სხვადასხვა კუთხის ჩადუნელები. სოფლიდან გავემგზავრებით ტბეთის წმ. გიორგის სახელობის საგვაეულო ფუძეტაძარში, სადაც დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი აღავლენს წმ. გიორგის პარაკლისს.
პარაკლისის შემდეგ დავათვალიერებთ ერთიანი ძალისხმევით შესრულებულ სამუშაოებს და ეკლესიის საბერო სენაკებისა და სატრაპეზოს შენობაში გავმართავთ პურობას.
 პურობისთვის საჭირო სურსათ-სანოვაგის შეძენას და კერძების მომზადებას ს. გეთსამანიელი ჩვენი მოგვარეები უზრუნველყოფენ. ამისთვის საჭირო თანხებს კი ჩვენ მათ მივაწვდით (კაცზე 25 ლარი).
თანხა ჩავრიცხოთ საგვარეულო კავშირის თავმჯდომარის, ბნ-ი თამაზ ჩადუნელის პირად ანგარიშზე “საქართველოს ბანკში”. მისი პირადი ნომერია: 01010015594 მობ: 599 24 52 76